კრემლისა და ე.წ. რუსული სამყაროს პროპაგანდისტი, ალექსანდრ დუგინი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საქართველოში რუსული კანონის წინააღმდეგ წამოწყებულ აქციებსა და ალეკო ელისაშვილის მიერ მამუკა მდინარაძისთვის მუშტის ჩარტყმას.
დუგინის აზრით, ქართულმა ოცნებამ სწორედ ახლა უნდა იმოქმედოს. ის საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ჩანაცვლების მოწოდებებსაც აჟღერებს.
“საქართველოში ისევ გამწვავდა სიტუაცია გონიერ ქართველებსა და რუსეთის ფედერაციაში აკრძალულ ლგბტ-ს გაცოფებულ მხარდამჭერებს შორის. აი, ეს არის სწორედ ის მომენტი, როცა ქართულმა ოცნებამ საქმეს ხელი სრული სერიოზულობით უნდა მოკიდოს. ოცნების ლიდერზე ვიღაც ცოფიანი ლგბტ არსების თავდასხმა არის აგრესიის პირდაპირი აქტი. თუ ქართველებისთვის საქართველო ძვირფასია, მაშინ ქვემძრომი ახლა უნდა გაჭყლიტონ და თან დაუნდობლად. აშშ-ს აგენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად. იქ პრეზიდენტი არაფერს წარმოადგენს და უმოკლეს დროშია შესაძლებელი შეცვლა. და საქართველოს ნამდვილი პატრიოტის არჩევა. მხოლოდ ნება იქნება საკმარისი. რკინის ხელის დროა. ქართველები ასეთები არიან, როგორც ისტორია გვასწავლის. დროა გაიხსენონ, როგორ კეთდება ეს.” – წერს რუსი პროპაგანდისტი.
აქამდე მან ალეკო ელისაშვილის მიერ მამუკა მდინარაძისთვის გარტყმასთან დაკავშირებით დაწერა, რომ “საქართველოს სტალინი სჭირდება”.