კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ ოლიგარქსა და მის უფროსებს კრემლში — ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტის წევრმა ვიოლა ფონ კრამონმა რუსულ კანონზე სოციალურ ქსელ X-ზე კიდევ ერთხელ დაწერა და აღნიშნა, რომ ეს კანონპროექტი მხოლოდ „ოლიგარქსა და მის უფროსებს“ ემსახურება.
„ევროპარლამენტის პოზიცია „ქართული ოცნების“ რუსულ კანონზე ძალიან მკაფიოა: ის საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ამის შესახებ 10 დღის წინ წერილში განვაცხადეთ. ჩვენ ამას ევროკავშირის რეზოლუციებშიც განვაცხადებთ. კანონპროექტი მხოლოდ ემსახურება ოლიგარქს და მის უფროსებს კრემლში,“ — ვკითხულობთ ევროპარლამენტარის განცხადებაში.
The EU Parliament’s position on the @GeorgianDream41’s Russian law is very clear: it jeopardizes 🇬🇪’s EU future & EU candidacy.
We stated this in the letter 10 days ago, we will state it in the EU Resolutions.
The draft law only serves the Oligarch & his handlers in the Kremlin. pic.twitter.com/7dgrngWx40 — Viola von Cramon 🇺🇦🇪🇺🇮🇱 (@ViolavonCramon) April 15, 2024
საქართველოს პარლამენტი დღეს, 16 აპრილს, სესიაზე პირველი მოსმენით დაიწყებს რუსული კანონის განხილვას, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გუშინ მხარი დაუჭირა. პარლალეურად, 12:00 და 19:00 საათზე დაგეგმილია

ასევე დაგაინტერესებთ