გიორგი კალანდარიშვილი – ვპროგნოზირებთ, რომ არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნება 21:00 საათიდან 22:00 საათის პერიოდში იქნება შესაძლებელი

ვპროგნოზირებთ, რომ [ს] წინასწარი შედეგების გამოქვეყნება შესაძლებელი იქნება 21:00 საათიდან 22:00 საათის პერიოდში, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი კალანდარიშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ს თავმჯდომარეობის კანდიდატისა და წევრობის 3 კანდიდატის მოსმენა მიმდინარეობს.
მისივე თქმით, შემაჯამებელი ოქმები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირდაპირ საარჩევნო უბნებიდან, პლანშეტების მეშვეობით გადმოიგზავნება.
„როგორც ტრადიციულზე, ისე მოდერნიზებულ უბნებზე მოხდება პლანშეტების გამოყენება. მას შემდეგ, რაც ხმის მთვლელი აპარატები უზრუნველყოფენ დათვლას, ამოიბეჭდება ქვითარი, გადაეცემა ყველა იქ მყოფ უფლებამოსილ პირს და მას შემდეგ განხორციელდება პლანშეტების მეშვეობით ცესკოში ამ ოქმების გადმოგზავნა, მათი პირდაპირ ცესკოს ვებ-გვერდზე გატანის უზრუნველყოფა. ჩვენი ვარაუდით, განვლილი პილოტირებიდან გამომდინარე, ვპროგნოზირებთ, რომ წინასწარი შედეგების გამოქვეყნება შესაძლებელი იქნება 21:00 საათიდან – 22:00 საათის პერიოდში“,- აღნიშნა კალანდარიშვილმა.
ამასთან, როგორც კალანდარიშვილმა განმარტა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლების მარკირების პროცედურა კვლავ შენარჩუნებული იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა 26 მაისზე – ივანიშვილის „რუს-ქოცები“, ჯალათები, რომლებიც ყოველდღიურად ხელყოფენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და სახელმწიფოებრიობას, ვერ უნდა აღმოჩნდნენ რუსთაველის გამზირზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – „ქართული ოცნების“ მიზანია ოპოზიციური სპექტრი ლიდერების გარეშე დატოვონ, რათა ადგილობრივ არჩევნებში უკონკურენტოდ დაიკავონ ადგილები მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ ორგანოებში

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებს სასამართლოზე მიტანილი აქვთ ფურცლები წარწერებით: „FREE JAFARA“, „არც შეწყალება“, „არც საპროცესო“