მაიკ ჯონსონმა უკრაინისა და ისრაელის დახმარებისთვის სხვადასხვა კანონპროექტები წარადგინა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მაიკ ჯონსონის განცხადებით, პალატა უკრაინის, ს და ტაივანის დახმარებისთვის და ეროვნული უსაფრთხოების სხვა პრიორიტეტებისთვის ოთხ ცალკეულ კანონპროექტს წარადგენს.
მისი პროგნოზით, პალატა კანონპროექტებს პარასკევს უყრის კენჭს.
„მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს მკვეთრი მოვლენები, რომლებსაც ყველა ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. ვიცით, რომ მსოფლიო გვიყურებს, რათა დაინახოს, როგორ ვრეაგირებთ“, – აღნიშნა ჯონსონმა.
ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ კანონპროექტებს კენჭი ერთადაც უყარონ.
„განვიხილავთ, გაერთიანდება თუ არა ისინი ერთ პაკეტში, რომელიც გაიგზავნება სენატში, თუ ის როგორც ინდივიდუალური ზომები, ისე განიხილება. მე, პირადად, უპირატესობას ვანიჭებ ამის ინდივიდუალურად გაკეთებას, მაგრამ საშუალებას მივცემთ ორგანოს, რომ გადაწყვიტოს,” – აღნიშნა ჯონსონმა.

ასევე დაგაინტერესებთ