საია – საგანგაშოა ხელისუფლების მცდელობა, დაშალოს მშვიდობიანი დემონსტრანტები ყოველგვარი კანონისმიერი საფუძვლის გარეშე – მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, არ მიმართოს ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელ პრაქტიკას

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას“, არ მიმართოს ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელ პრაქტიკას და მისცეს მშვიდობიან დემონსტრანტებს შეკრების უფლების რეალიზების შესაძლებლობა, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ავრცელებს.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საგანგაშოა ხელისუფლების მცდელობა, დაშალოს მშვიდობიანი დემონსტრანტები.
„ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს მოწოდებას (21:43) მშვიდობიანი დემონსტრანტებისადმი, რათა დაიშალონ. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება აქტიური სპეციალური საშუალებები. საგანგაშოა ხელისუფლების მცდელობა, დაშალოს მშვიდობიანი დემონსტრანტები ყოველგვარი კანონისმიერი საფუძვლის გარეშე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემაჯამებელი განცხადება საქართველოზე – წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, განიხილონ ევროკავშირის ყველაზე შესაფერისი პასუხი კანონის ამოქმედების შემთხვევაში