პრემიერის შეთავაზება უნიკალური შანსია – ელჩები ხომ ამბობენ, კანონი მიუღებელიაო და გამოვიდნენ და ღიად, საჯაროდ თქვან თავიანთი პრეტენზიები

„ჩვენ ვერ ვხედავთ საფუძველს, რომ ეს კანონი [უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ] არ იქნას მიღებული,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, პრემიერის შეთავაზება დიპლომატიური კორპუსის მიმართ უნიკალურია, რადგან საქართველოს მოსახლეობას მიეცემა შანსი, მოუსმინოს ორივე მხარეს და თავად მიიღოს გადაწყვეტილება ვინ ამბობს სიმართლეს კანონთან დაკავშირებით.
„ჩვენ ვერ ვხედავთ საფუძველს, რომ ეს კანონი არ იქნას მიღებული – კანონის არცერთი პუნქტი ანტიდემოკრატიული არ არის.
პრემიერის შეთავაზება უნიკალური შანსია – ელჩები ხომ ამბობენ, კანონი მიუღებელიაო და გამოვიდნენ და ღიად, საჯაროდ თქვან თავიანთი პრეტენზიები.
რა თქმა, უნდა პასუხის შემდეგაც, შეიძლება, ისევ დარჩნენ თავიანთ პოზიციაზე, მაგრამ მთავარია საქართველოს მოსახლეობამ დაინახოს, ვინ ამბობს სიმართლეს კანონპროექტთან დაკავშირებით.
გამოითქვა მოსაზრება, რომ პრემიერის მიერ შეთავაზებული ვარიანტის მსგავსი არცერთ ქვეყანაში არ მომხდარაო, თუმცა იმ ქვეყნებში არც ის ხდება, რომ ოპოზიცია დარბოდეს სტრასბურგსა და ვაშინგტონში და საკუთარ ქვეყანას აშავებდეს.
როდესაც სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ხარ და არასწორად ლობირებ კანონს, რა თქმა უნდა ზიანდება ურთიერთობები ქვეყნებს შორის. ელჩები ისედაც აკეთებენ განცხადებებს და ამბობენ, რომ კარგი არ იქნება თუ ამ კანონს მიიღებენო და ბარემ მიიღონ პრემიერის შეთავაზება და თქვან, რატომ არ მოსწონთ ეს კანონი,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული