„6 მლნ დანაშაული გერმანიაში- ყველაზე მეტი ეჭვმიტანილი ალჟირიდან და საქართველოდანაა“ – Express

„ექვსი მილიონი დანაშაული გერმანიაში: რომელი ქვეყნებიდან არის ყველაზე მეტი ეჭვმიტანილი? – ალჟირიდან და საქართველოდან,“- სტატიას აღნიშნული სათაურით ავსტრიის გაზეთი „ექსპრესი“ ავრცელებს.
„2023 წელს გერმანიაში თითქმის 6 მილიონი დანაშაული იქნა დარეგისტრირებული. ეჭვმიტანილთა 40% გერმანიის მოქალაქეებს არ წარმოადგენენ, ისინი მიგრანტები არიან,“ – აღნიშნულია სტატიაში, რომელშიც საქართველოც არის მოხსენიებული.
როგორც მასალიდან ირკვევა, გასულ წელს გერმანიაში რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა 5,5%-ით გაიზარდა და თითქმის ექვსი მილიონი შეადგინა. ფედერალურ პოლიციაში (სულ) 5.94 მილიონი განცხადება დაფიქსირდა სამართალდარღვევის თაობაზე, რასაც სტატისტიკა ადასტურებს.
ყოველ 100 დანაშაულის ჩამდენში ყველაზე მეტი ალჟირელია, რომელსაც ქართველი და ტუნისი მოჰყვება.
სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს (მთლიანობაში) დანაშაულის ჩადენაში 11 043 ალჟირელია ეჭვმიტანილი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2022 წლის დეკემბრისათვის გერმანიაში 24 385 ალჟირელი მიგრანტი იმყოფებოდა, მაშინ ყოველ 100 დანაშაულიდან 45 ალჟირელმა ჩაიდინა..
ალჟირელებს მოჰყვებიან ქართველები (44,7 ეჭვმიტანილი), ტუნისელები (19.8 ეჭვმიტანილი), ავღანელები (16.2 ეჭვმიტანილი), ალბანელები (14 ეჭვმიტანილი), მაროკოელები (13.8 ეჭვმიტანილი), ლიბანელები (12 ეჭვმიტანილი), სირიელები (11.8 ეჭვმიტანილი), ეგვიპტელები (11.5 ეჭვმიტანილი), ნიგერიელები (11.4 ეჭვმიტანილი) და ირანელები (11 ეჭვმიტანილი).
როგორც სტატიიდან ხდება ცნობილი, დანაშაულის დაბალი დონეა უკრაინელთა შორის (9,3%) რაც, ადვილად შეიძლება აიხსნას: „ლტოლვილებს შორის დიდი რაოდენობით ქალი, ბავშვი და მოხუცია – გენდერული სპეციფიკა და მცირე ასაკი კრიმინალურ აქტიურობას ხელს არ უწყობს,“ – განაცხადა ჰოლგერ მიუნჰიმ, გერმანიის სისხლის სამართლის პოლიციის ფედერალური სამმართველოს უფროსმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა