არაერთი გახრწნილი უსამშობლო ლუსტრირებულია!

არაერთი გახრწნილი უსამშობლო ლუსტრირებულია!
ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში იმ პირების განცხადებების ე.წ. “ფეისბუქ-სქრინებს” აქვეყნებს, რომლებმაც ოპოზიციონერ ალეკო ელისაშვილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერზე, მამუკა მდინარაძეზე თავდასხმა მოიწონეს.
აბაშიძე ყურადღებას ამახვილებს ყოფილ სახალხო დამცველზე, უჩა ნანუაშვილზე და აცხადებს, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს, ის საელჩოებში შველას ითხოვდა, ახლა კი “ნაცმოძრაობის” ლაქია გახდა. მისივე თქმით, “გამჭვირვალობის კანონი” 2023 წლის მარტიდან უკვე მუშაობს, ვინაიდან არაერთი უსამშობლო ადამიანი გამოავლინა.
“ვითომ უფლებადამცველი, ერთ დროს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც იმ სოციალურ-პოლიტიკურ ნეხვშია, რასაც ჰქვია ნაცგარეწრობა.
კარგად მახსოვს, სააკაშვილის რეჟიმის დროს როგორ დარბოდა საელჩოებში და შველას ითხოვდა – “მავიწროებენ, მდევნიანო”. ახლა კი გახდა ნაცსექტის ლაქია, რომელსაც რაღაც გროშებს მიუგდებენ უცხოური გრანტის სახით და უზომოდ ბედნიერია.
“გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი უკვე მუშაობს 2023 წლის მარტიდან – არაერთი გახრწნილი უსამშობლო ლუსტრირებულია!
P.S. ერთმანეთზე მყრალნი არიან ელისაშვილის არაკაცობის “გამამართლებელი ნაცგობლინები.” – წერს გია აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა სეფაშვილი: გლობალურ ძალებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურთ, სწორედ ამ სცენარის ნაწილია ნორვეგიის ელჩთან ოპოზიციონერების საიდუმლო შეხვედრა და ბახმაროში გამართული სემინარი

ნაცსექტის ერთ-ერთი ყველაზე მყრალი სუბიექტი, ნატა ფერაძე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „რეპრესიასა“ და „ავტორიტარიზმში“ ადანაშაულებს, ბერლინში ჩასულმა კი, მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ დემოკრატიას არც ის ჩვევა აქვს, საჯარო შეურაცხყოფას ხისტად პასუხი არ გასცეს