ანჯეი დუდა – უკრაინა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია – სამშვიდობო მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს

უკრაინაში ძალიან მძიმე ვითარებაა, კიევს მოკავშირეებისგან მუდმივი და უწყვეტი დახმარება სჭირდება – ს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება საბრძოლო მასალა, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო დროს გახშირდა წინადადებები, რომ უკრაინამ უნდა დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები და წავიდეს დათმობებზე. ამავე დროს, ის არ ეთანხმება, რომ იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები და ახალი დახმარების პაკეტების მიღება შეიძლება გათანაბრდეს კიევზე ჩუმ ზეწოლასთან.
“მე პრაგმატული დამოკიდებულება მაქვს ევროპისა და ნატო-ს აღმოსავლეთი ფლანგის უსაფრთხოების მიმართ. ჩვენი ინტერესები იგივეა, რაც უკრაინის. უკრაინას სურს სრული კონტროლის აღდგენა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს ასევე მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვის, რადგან ეს იმის ნიშანია, რომ საერთაშორისო სამართალი მოქმედებს. რუსეთმა უნდა შეასრულოს ის უკრაინიდან ჯარების გაყვანით. სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბარი არ მსმენია. ის ნამდვილად არ მიმდინარეობს ამ მომენტში. ვიცი, რომ ვლადიმირ ზელენსკის ძალიან მკაცრი პოზიცია აქვს ტერიტორიების დაცვასა და დეოკუპაციასთან დაკავშირებით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკრაინამ დაიბრუნოს ყველა ტერიტორია, რომელიც წაართვეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა დუდამ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი მარკ რუტეს – თქვენი ხელმძღვანელობა ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად კრიტიკულ მომენტში ხდება – დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებთ