ირაკლი ზარქუა – ამ უსამშობლოებმა და რადიკალებმა ვერ ახსნეს, რატომაა გამჭვირვალობა ცუდი და იმ არაკაც ელისაშვილს დაავალეს, ქურდულად მიპარვოდა მამუკა მდინარაძეს და ჩაედინა არაკაცური საქციელი

ამ უსამშობლოებმა და რადიკალებმა ვერ ახსნეს, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი და ერთადერთი მოიფიქრეს, რომ იმ არაკაცს, ელისაშვილს დაავალეს, ასე ქურდულად მიპარვოდა [ს] და ჩაედინა არაკაცური საქციელი – გამორიცხულია, ჩვენ ამ კანონს პირველი მოსმენით დღეს მივიღებთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მომხდარის მიზანი სხდომის ჩაშლა იყო.
„დილიდან დაიწყო „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობა. ამ უსამშობლოებმა და რადიკალებმა ვერ ახსნეს, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი და რატომ არის ფინანსების დამალვა ევროპული. ვერ ახსნეს და ერთადერთი მოიფიქრეს, რომ იმ არაკაცს, ელისაშვილს დაავალეს, რომ ასე ქურდულად მიპარვოდა და ჩაედინა არაკაცური საქციელი. ამოცანა იყო, რომ ჩაეშალა სხდომა. ამ უსამშობლოებმა და რადიკალებმა ვერ ახსნეს, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი და რატომ არის ფინანსების დამალვა ევროპული. ვერ ახსნეს და ერთადერთი მოიფიქრეს, რომ იმ არაკაცს, ელისაშვილს დაავალეს, რომ ასე ქურდულად მიპარვოდა და ჩაედინა არაკაცური საქციელი. „ჩვენ ევროპელებს და ჩვენს მეგობარ ქვეყნებს უნდა დავეკითხოთ, თორემ ქართველ ხალხს ვინ კითხავსო“ – აი, ეს იყო დღეს ამ ხელმოცარულებისგან გაჟღერებული,“ – განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა, რაც შემდეგ დეპუტატების დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”