მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების კლება დაფიქსირდა.
ლონდონის ICE (InterContinental Exchange Futures) Brent-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,27 დოლარით დაეცა და 90,18 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მსუბუქი ნედლი ნავთობის ფასი NYMEX-ზე (ნიუ-იორკის სავაჭრო ბირჟაზე) 0,30 დოლარით დაეცა და 85,36 დოლარი შეადგინა.