ალეკო ელისაშვილი – გაილახა მდინარაძე ხოშიანად, მოხვდა რუსულ „სიფათში“ – უწი-პუწის დრო არ არის, რუსეთში მიგვათრევენ გაქანებით

გაილახა მდინარაძე ხოშიანად, ხომ ვთქვი, რომ მე გავაკეთებ გასაკეთებელს, უწი-პუწის დრო არ არის, რუსეთში მიგვათრევენ გაქანებით, – ეს განცხადება „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან მას შემდეგ გააკეთა, რაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის ლიდერს ს ფიზიკურად დაუპირისპირდა.
მისი თქმით, ეს კანონპროექტი არ უნდა გავიდეს. ელისაშვილის თქმით, ახლა ვისაც ქვეყანა უყვარს გარეთ უნდა გამოვიდეს.
„გაილახა მდინარაძე ხოშიანად. ხომ ვთქვი, რომ მე გავაკეთებ გასაკეთებელს. უწი-პუწის დრო არ არის, რუსეთში მიგვათრევენ გაქანებით. ეს კანონი ტ…ში უნდა გავუკეთოთ, ან ქართველები ვართ, ან მონები და არ ვართ მონები. ხომ ნახეთ. ეს მოხვდა მდინარაძეს იმ რუსულ „სიფათში“. ეს კანონი არ უნდა გავატანინოთ. ვისაც საქართველო გიყვართ გარეთ გამოდით, რა მნიშვნელობა აქვს „ნაცი“, „ქოცი“, რუსეთში მიგვაქანებენ. აღარ არის აქ სხვა ამბავი და არ უნდა შევიდეს ეს კანონი“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ცხოველზე ძალადობისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, თელავში ძაღლი პნევმატური იარაღით მოკლა – დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სალომე სამადაშვილი – ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობსო, პუტინს უთქვამს და აბა ხომ არ ტყუისო, ამოიქოქა „ქოც-რუსული“ პროპაგანდა, პუტინი 20 წელია რევანშის მოწყობას ცდილობს დასავლეთისთვის – რევანში საქართველოში არც ივანიშვილის ხელით გამოუვა