მამუკა მდინარაძის გამანადგურებელი გამოსვლის შემდეგ ოპოზიციას თუ თავმოყვარეობა აქვს, უნდა ადგნენ და გავიდნენ,

„ამ წუთებში პარლამენტში, „გამჭვირვალობის შესახებ კანონის” წარდგენისას, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას შანსი აღარ დაუტოვა, ისე გაანადგურა მათივე ტყუილების მხილებით“, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვას.
როგორც ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს ხელისუფლების სიმართლე, პირდაპირ ეთერში, მთელმა მსოფლიომ დაინახა.
მისივე შეფასებით, „ოპოზიციამ საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა.“
„მაღალი პროფესიონალიზმი, შეუპოვრობა და სიმართლის უზენაესობა – ამას ვხედავთ თითოეული მოქალაქე, ამ წუთებში, პარლამენტში „გამჭვირვალობის შესახებ კანონის” წარდგენისას. მამუკა მდინარაძემ შანსი აღარ დაუტოვა ოპოზიციას, ისე გაანადგურა მათივე ტყუილების მხილებით. ოპოზიციას თავისი სამარცხვინო ტყუილები დილის საუზმედ მიართვა უმრავლესობის ლიდერმა და კარგად დაანაყრა. ამის შემდეგ, თუ თავმოყვარეობა აქვთ, დარბაზი უნდა დატოვონ და გავიდნენ, მაგრამ აქვთ კი? პირდაპირ ეთერში ხელისუფლების სიმართლე დაინახა მთელმა მსოფლიომ. ამ ეთერს უყურებენ ჩვენი ემიგრანტები უცხოეთში, უსმენენ უცხო ქვეყნის ელჩები, უყურებს სრულიად საქართველო. ოპოზიციამ საკუთარ თავს განაჩენი უკვე გამოუტანა”, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული