ირაკლი კობახიძე უპრობლემოდ დაამტკიცებს “გამჭვირვალობის კანონის” მიზანშეწონილობასაც და აუცილებლობასაც

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის -ის, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებისთვის “გამჭვირვალობის კანონპროექტის” შესახებ საჯარო დისკუსიას შეთავაზებას, სოციალურ ქსელში აფასებს.
ექსპერტი ინტერესდება, რა იქნება ამ შეთავაზებაზე ელჩების პასუხი, ვინაიდან, მისი თქმით, უპრობლემოდ შეძლებს დაამტკიცოს, “გამჭვირვალობის კანონის” მიღების აუცილებლობა.
“პრემიერ-მინისტრის ამ შეთავაზების შემდეგ, რაღა უნდა თქვან? არა? – წესით ეს უნდა გამოირიცხოს! დიახ? – ხომ დარწმუნებულ ბრძანდებით, რომ ირაკლი ჩვეული სიმშვიდით უპრობლემოდ დაამტკიცებს გამჭვირვალობის კანონის მიღების მიზანშეწონილობასაც და აუცილებლობასაც! აი, მაშინ ხომ ხუხულასავით დაინგრევა ამ ქვეყნის უცხოელი თუ ადგილობრივი ავის მსურველთა ზრახვები.” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მსოფლიოს 200 ქვეყნიდან 100-მდე ქვეყანას გაცხადებული ავტოკრატიული მმართველობა აქვს, ასეთ სახელმწიფოებთან თანამშრომლობენ და საქართველოთი არის თურმე ყველა გაოცებული და სანქციებს აწესებენ

ეს არჩევნები ინიშნება მიხეილ ყაველაშვილის და ირაკლი კობახიძის თანახელმოწერით, რასაც 4 პარტია აცხადებს არალეგიტიმურად, უწევთ ჩვენს მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობა, მათთვის ტრაგიკულია ეს ყველაფერი