ებრაჰიმ რაისი – ირანის წინააღმდეგ ნებისმიერ ახალ აგრესიას უფრო მძიმე და სავალალო პასუხი მოჰყვება

ირანის ინტერესების წინააღმდეგ ნებისმიერ ახალ აგრესიას უფრო მძიმე და სავალალო პასუხი მოჰყვება, – CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ განაცხადა.
მანამდე, მსგავსი კომენტარი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმაც გააკეთა. მისი თქმით, ირანის ისლამური რესპუბლიკა არ აპირებს „თავდაცვითი ოპერაციების“ გაგრძელებას, მაგრამ უყოყმანოდ დაიცავს თავს „ნებისმიერი ახალი აგრესიისგან“.
ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ხელმძღვანელმა ასევე გააფრთხილა , რომ ირანი პირდაპირ უპასუხებს, როცა ისრაელი თავს დაესხმება მის ინტერესებს, აქტივებს ან ხალხს.
ირანის არმიის შტაბის უფროსის, სარდარ ბაგერის თქმით კი, ირანმა შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით -ს გზავნილი გაუგზავნა და ვაშინგტონი გააფრთხილა, რომ თუ ის ითანამშრომლებს ისრაელთან მათ შესაძლო შემდგომ ქმედებებში, ამერიკულ ბაზებს არანაირი უსაფრთხოება არ ექნებათ.

ასევე დაგაინტერესებთ