საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც ისრაელში ცხოვრობს, მოვუწოდებთ, რომ გაითვალისწინონ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ისრაელის ხელისუფლებამ გასცა, – ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ზაზა კანდელაკმა განაცხადა.
ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ნებისმიერ დროს, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ინფორმაცია საელჩოდან მიიღოს.
„მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენი მოქალაქეებისთვის ნათელი გახდეს ის უსაფრთხოების ზომები, რომელიც გამოცხადებულია მსგავს სიტუაციაში. ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ნებისმიერ დროს, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია მიიღოს საელჩოდან. საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც ისრაელში ცხოვრობს, მოვუწოდებთ, რომ გაითვალისწინონ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ისრაელის ხელისუფლებამ გასცა. დაიცვან ამ რეკომენდაციების მიხედვით ყველა ის უსაფრთხოების ზომები, რომელიც აუცილებელია მსგავს სიტუაციაში“, – აღნიშნა ზაზა კანდელაკმა.