„კლინიკის მენეჯმენტისგან მივიღეთ გაფრთხილება, რომ სრულ მზადყოფნაში ვიყოთ“ – ქართველი ექიმი ისრაელში არსებულ მძიმე ვითარებაზე

დიანა გოგბერაშვილი ისრაელში არსებული სიტუაციის შესახებ საუბრობს.

როგორც მან თქვა მუდმივად მოლოდინის რეჟიმშია, რაც საკმაოდ რთულია ემოციურად, თუმცა, როდიესაც ფაქტის წინაშე არიან უფრო მეტად მობილიზებულები ხვდებიან სიტუაციას:

„მოლოდინის რეჟიმი უფრო რთულია ჩვენთვის. ფაქტის წინაშე რომ დგები, მაშინ უფრო მობილიზებული ხარ. ახლა სახლში ვარ. ბოლო 5 დღეა კლინიკის მენეჯმენტისგან გაფრთხილებულები ვართ, რომ სრულ მზადყოფნაში ვიყოთ, რადგან შეიძლება ნებისმიერ წამს სამსახურში გამოგვიძახონ. კლინიკაში თანამშრომლებს ვესაუბრე და ახლა იქ ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს ყველაფერი. ახლა აშკელონის ქუჩებში მანქანები იმ სიხშირით გადაადგილდება, როგორც სხვა დღეებში. შევნიშნე რამდენიმე ვერტმფრენი და ასევე პერიმეტრს აკონტროლებს რამდენიმე დრონი.

ცოტა ხნის წინ ირანმა თავისი ტერიტორიიდან ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა“

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ