ირანის 300-ზე მეტი დრონის და რაკეტის 99% განეიტრალებულია — ისრაელი

ისრაელის განცხადებით, მან და მისმა მოკავშირეებმა ჩამოყარეს ირანის მიერ გაშვებული 300-ზე მეტი დრონისა და რაკეტის აბსოლუტური უმრავლესობა.
ს თავდაცვის ძალების სპიკერ დანიელ ჰაგარის თქმით, მთლიანობაში ირანმა ისრაელის მიმართულებით 300-ზე მეტი ჭურვი გაუშვა, მათ შორის 170 დრონი, 30 საკრუიზო რაკეტა და 120 ბალისტიკური რაკეტა — მათი 99% გადაჭერილია საჰაერო თავდაცვის მიერ.
თუმცა რამდენიმე დარტყმა მოხდა ისრაელის ტერიტორიაზე, მათ შორის თავდაცვის ძალების ბაზაზე სამხრეთში. ერთი ადამიანი დაშავდა.
ღამის თავდასხმის ზოგიერთი ნაწილი, ცაჰალის ინფორმაციით, ერაყის და იემენის ტერიტორიიდან მოდიოდა.
-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დაეხმარა ისრაელს დრონებისა და რაკეტების განეიტრალებაში. ბაიდენმა, რომელმაც შეწყვიტა შვებულება და ვაშინგტონში დაბრუნდა, ისრაელს ურღვევი მხარდაჭერა აღუთქვა.
ირანმა, პირველად საკუთარი ტერიტორიიდან, უპრეცედენტო იერიში მიიტანა ისრაელზე. მანამდე ირანმა გააფრთხილა, რომ ისრაელი „დაისჯებოდა“ სირიაში 1-ელ აპრილს მის საკონსულოზე თავდასხმისთვის, რაც ისრაელს ოფიციალურად არ უღიარებია. დამასკოში თავდასხმისას ისლამური რევოლუციის გვარდიის სხვა მეთაურებთან ერთად, მოკლულია ირანის სამხედრო მაღალჩინოსანი, ბრიგადის გენერალი მოჰამედ რეზა ზაჰედი.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა