დანიელ ჰაგარი – მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან და საფრანგეთთან, რომლებმაც გუშინ იმოქმედეს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს მჭიდროდ თანამშრომლობდნენ -სთან, გაერთიანებულ სამეფოსა და საფრანგეთთან.
თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, ირანის თავდასხმის დროს სამივე მათგანი მოქმედებდა.
„მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან და საფრანგეთთან, რომლებმა წუხელ იმოქმედეს. ეს პარტნიორობა ყოველთვის მჭიდრო იყო, მაგრამ წუხელ ის უჩვეულო გზით გამოიხატა“, – თქვა ჰაგარიმ.
შეგახსენებთ, ისრაელმა განაცხადა, რომ ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი 99% მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის ს სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე. თავდასხმისას დაშავდა სულ მცირე ერთი ადამიანი. დაშავებული 7 წლის გოგონაა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, პოლიტიკური ძალა უნდა დავამარცხოთ