დანიელ ჰაგარი – ისრაელმა ირანის მიერ გაშვებული 300-ზე მეტი დრონისა და რაკეტის 99%-ი მოიგერია

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანმა ს წინააღმდეგ 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, მაგრამ მათი 99%-ი მოიგერიეს.
თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ეს შედეგი „ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული წარმატებაა“.
მისი ინფორმაციით, ირანმა 170 დრონი, 30-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა და 120-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. მათგან ისრაელის ტერიტორიას რამდენიმე ბალისტიკურმა რაკეტამ მიაღწია, რამაც მცირე ზიანი მიაყენა საჰაერო ბაზას.
შეგახსენებთ, -ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, ისრაელს დრონებისა და რაკეტების ჩამოგდებაში აშშ-ის ძალები დაეხმარნენ.

ასევე დაგაინტერესებთ