იოავ გალანტი ირანის თავდასხმაზე – ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა – უნდა შევინარჩუნოთ სიფხიზლე, მზად უნდა ვიყოთ ყველა სცენარისთვის

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნებთან ოპერატიული სიტუაცია შეაფასა.
“შეერთებულ შტატებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად ჩვენ მოვახერხეთ ს სახელმწიფოს ტერიტორიის დაცვა. მოყენებულ ზიანი ძალიან მცირე იყო – ეს არის ისრაელის თავდაცვის ძალების შთამბეჭდავი ოპერაციების შედეგი”, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
ამასთან, მისი თქმით, სამხედრო ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა.
”ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა – უნდა შევინარჩუნოთ სიფხიზლე და ყურადღება ისრაელის თავდაცვის ძალებისა და Homefront Command-ის მიერ გამოქვეყნებული ინსტრუქციების მიმართ. მზად უნდა ვიყოთ ყველა სცენარისთვის. ჩვენ შევაჩერეთ თავდასხმის ყველაზე მნიშვნელოვანი ტალღა და ჩვენ ეს წარმატებით გავაკეთეთ“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, ისრაელმა განაცხადა, რომ ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი 99%-ი მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე. თავდასხმის დაშავდა სულ მცირე ერთი ადამიანი. დაშავებული 7 წლის გოგონაა.