ირანმა ისრაელის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატების მეორე ტალღა გაუშვა – მედია

ირანის სახელმწიფოსთან დაკავშირებული მედია იუწყება, რომ ირანმა ს მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატების მეორე ტალღა გაუშვა.
„ათობით უპილოტო თვითმფრინავი დაფიქსირდა, რომლებიც დაფრინავდნენ ირანიდან ისრაელის მიმართულებით ერაყის საჰაერო სივრცის თავზე“, – განუცხადა„როიტერს” ერაყის უსაფრთხოების სამსახურიდან ორმა წყარომ.
ერაყმა ასევე გამოაცხადა თავისი საჰაერო სივრცის დახურვისა და საჰაერო მიმოსვლის შეჩერების შესახებ.
ამასთან, როგორც მედია წერს, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ერაყის თავზე 136 „შაჰედის” ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი დაფრინავს.