ჩაკვეტაძის “უოტფორდი” 90+9-ე წუთზე გაშვებული გოლით დამარცხდა

ჩემპიონშიფის 43-ე ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე „საუთჰემპტონთან“ 2:3 დამარცხდა.
თავიდან მასპინძლები 2:0 დაწინაურდნენ, შემდეგ სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ გოლი გაუშვეს და ზედიზედ ოთხი ფრის შემდეგ მარცხი განიცადეს.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტოში იყო. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.9, flashscore 6.7, whoscored 6.5.
„უოტფორდი“ 52 ქულით მე-15 ადგილზეა და 20 აპრილს „ჰალს“ უმასპინძლებს.
საუთჰემპტონი – უოტფორდი 3:2