ჩინეთმა ორ ამერიკულ თავდაცვით კომპანიას სანქციები დაუწესა

ჩინეთმა ორ ამერიკულ თავდაცვით კომპანიას, ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის საპასუხოდ, სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩინეთმა ამ კომპანიების ხელმძღვანელებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა და მათი ქონება დააყადაღა.
პეკინმა შეზღუდვები დაუწესა General Atomics Aeronautical Systems-ს, რომელიც უპილოტო საავიაციო სისტემებს აწარმოებს, და General Dynamics Land Systems-ს, რომელიც სამხედრო ტექნიკას აწარმოებს.
ჩინეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ ტაივანისთვის იარაღის მიყიდვა არის სერიოზული ჩარევა მათ საშინაო საქმეებში და ზიანს აყენებს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ასევე დაგაინტერესებთ