2026 წლის ბოლოს 2,2% გახდება მოსახლეობა ზღვარს მიღმა. აბა, ახლა მაინც თუ ხვდებით ის საცოდავი გავლენის ბენეფიციარები, ვისაც ბომბების ცვენა გერჩივნათ სამარცხვინო მშვიდობას, რა პროცესთან გვაქვს საქმე?!

2026 წლის ბოლოს 2,2% გახდება მოსახლეობა ზღვარს მიღმა. აბა, ახლა მაინც თუ ხვდებით ის საცოდავი გავლენის ბენეფიციარები, ვისაც ბომბების ცვენა გერჩივნათ სამარცხვინო მშვიდობას, რა პროცესთან გვაქვს საქმე?!
“2024 წელს ზღვარს მიღმა მოსახლეობის 3,1% იქნება, 2025 წელს კი 2,6%-მდე შემცირდება და 2026 წლის ბოლოს 2,2% გახდება. აბა, ახლა მაინც თუ ხვდებით ის საცოდავი გავლენის ბენეფიციარები, ვისაც ბომბების ცვენა გერჩივნათ სამარცხვინო მშვიდობას, რა პროცესთან გვაქვს საქმე?!” – ამის შესახებ პარტია “ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის თანახმად, შემოსავლების ზრდის და სიღარიბის შემცირების მიმართულებით საქართველომ შესამჩნევ წარმატებას მიაღწია.
როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, ამ პოზიტიურ მოვლენას, შეუქცევადი ეკონომიკური დინამიკა ესაჭიროება, რაც თავისთავად, სტაბილურობასა და რაციონალურ სამშვიდობო პოლიტიკას ეყრდნობა.
„მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიში: „საქართველომ ბოლო ათწლედში შესამჩნევ წარმატებას მიაღწია შემოსავლების ზრდის და სიღარიბის შემცირების მიმართულებით“ – მსოფლიო ბანკი.
2004 წლის მონაცემებით, სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის 12,37% იყო.; 2004-2012 წლებში უკიდურეს სიღარიბეში, საშუალოდ 12,78% იმყოფებოდა ანუ იმაზე მეტი, ვიდრე 2004 წელს; კლება შეინიშნება 2012 წლიდან და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, პირველი წელს დაფიქსირდა 11%; 2019 წელს 6%-მდე იყო; 2023 წელს 3.5%-ზე ჩამოვიდა.
მსოფლიო ბანკის მოლოდინები: 2024 წელს ზღვარს მიღმა მოსახლეობის 3,1% იქნება, 2025 წელს კი 2,6%-მდე შემცირდება და 2026 წლის ბოლოს 2,2% გახდება.
აბა, ახლა მაინც თუ ხვდებით ის საცოდავი გავლენის ბენეფიციარები, ვისაც ბომბების ცვენა გერჩივნათ სამარცხვინო მშვიდობას, რა პროცესთან გვაქვს საქმე?! ამ უპრეცედენტო მასშტაბის პოზიტიურ მოვლენას, შეუქცევადი ეკონომიკური დინამიკა ესაჭიროება. თავისთავად, ეკონომიკურ დინამიკას კი სტაბილურობა და რაციონალური, სამშვიდობო პოლიტიკა. რაც დრო გავა, ყველა მიხვდება თუ რა ფასი აქვს მშვიდობას და რას ნიშნავს, რეალურად სუვერენული სახელმწიფო”, – წერს ზურაბ ქადაგიძე.
Previous: მმართველი გუნდი საქართველოს ინტერესების სადარაჯოზეა, ხოლო ნაცსექტა ვასალი და ანტისახელმწიფოებრივია – დასავლეთს პროცესების სამართავად მარიონეტები ურჩევნია

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული