„ჰეპატიტის ვირუსები დღეში 3500 ადამიანს კლავს“ – ჯანმო

ყოველდღიურად 3500-ზე მეტი ადამიანი იღუპება ჰეპატიტის ვირუსებით და გლობალური რიცხვი კიდევ უფრო იზრდება. ამის შესახებ განცხადება პრესკონფერენციაზე გაკეთდა.
187 ქვეყნის ახალმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ვირუსული ჰეპატიტით დაღუპულთა რიცხვი 2022 წელს, 2019 წელთან შედარებით, 0.2 მილიონით, 1.3 მილიონამდე გაიზარდა.
ეს არის „საგანგაშო ტენდენციები,“ – განაცხადა ჯანმო-ს გლობალური აივ, ჰეპატიტისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პროგრამების ხელმძღვანელმა, მეგ დოჰერტიმ.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ მსოფლიოში ჰეპატიტის ინფექციით დღეში 3500 ადამიანი იღუპება. აქედან 83% B ჰეპატიტით, ხოლო 17% C ჰეპატიტით.

ასევე დაგაინტერესებთ