რომელი ქვეყნები ფლობენ ყველაზე დიდ ოქროს რეზერვებს?

საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები 4.77 მილიარდ დოლარს შეადგენს, 8 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ამ რეზერვებში პირველად შევიდა მონეტარული ოქრო 500 მილიონი დოლარისა და 7 ტონის ოდენობით.
სებ-მა რეზერვების სტატისტიკის თანახმად, შესყიდვები მარტსა და აპრილში განახორციელა.
გლობალური ოქროს საბჭოს (WGC) სტატისტიკის თანახმად, ცენტრალური ბანკების საკუთრებაშია 31 900 ტონა ოქრო, რომლის ჯამური ღირებულებაც 2.4 ტრილიონი დოლარია (მიმდინარე ფასებში).
მათ შორის ყველაზე მეტ ოქროს (8 133 ტონა) ფედერალური სარეზერვო სისტემა ფლობს, რომლის საბაზრო ღირებულებაც $613 მილიარდია.
მეორე ადგილზეა გერმანია 3 353 ტონა ოქროს რეზერვით, მესამეზე კი იტალია (2 452 ტონა).
რეიტინგში 7 ტონა ოქროთი საქართველო 74-ე ადგილს იკავებს.

ასევე დაგაინტერესებთ