უკრაინისთვის დახმარების სესხის სახით გადაცემას განვიხილავთ. ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა და აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ჩვენ მილიარდობით დოლარის საჩუქრების გაცემას ვაგრძელებთ და ამას გადავხედავთ, მაგრამ ჩემთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ევროპა ბევრად აქტიური გახდეს და ფული გასცეს. ისინი უნდა გათანაბრდნენ, თუ ეს არ მოხდება, ძალიან ვწუხვარ, რადგან ეს მათ უფრო მეტად ეხებათ, ვიდრე ჩვენ,“ – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.