ბუდუ ზივზივაძე გაციების გამო “პადერბორნთან” მატჩს გამოტოვებს

დღეს, 13 აპრილს, ბუნდესლიგა 2-ის 29-ე ტურში “კარლსრუეს” “პადერბორნთან” მატჩში საქართველოს ნაკრების ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე გაციების გამო ვერ დაეხმარება.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ზივზივაძემ გერმანიის ჩემპიონატში 27 მატჩი გამართა, თავი კი 10 გატანილი გოლითა და 2 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
“პადერბორნისა” და “კარლსრუეს” შეხვედრა თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.