შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას სტუდენტები ესტუმრნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას, „საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ორგანიზებით“, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ესტუმრნენ.
-ს ინფორმაციით, ახალგაზრდებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე და აკადემიის რექტორი, ვახტანგ გაბრიჭიძე შეხვდნენ.
„ალექსანდრე დარახველიძემ სტუდენტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მიმდინარე აქტუალური საკითხები მიმოიხილა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისგან მიიღეს.
სტუდენტები ასევე, დეტალურად გაეცნენ აკადემიის საქმიანობას და იქ არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკკეინის ინსტიტუტი შეფასებას აქვეყნებს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებასა და რამდენიმე ქართული NGO – ს მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნაზეა საუბარი