“ვან გაალი დიქტატორია, მან ერთ დღეს ვარჯიშზე შარვალი ჩაიხადა, რადგან…” – ტონიმ საინტერესო ისტორია გაიხსენა

ცნობილმა იტალიელმა ფორვარდმა ლუკა ტონიმ მის ყოფილ მთავარ მწვრთნელ ლუის ვან გაალის შესახებ საინტერესო ისტორია გაიხსენა.
ნიდერლანდელი სპეციალისტი იტალიელს მიუნხენის “ბაიერნში” ავარჯიშებდა და ლუკამ ერთ-ერთი ვარჯიშისას მომხდარი ეპიზოდი გაიხსენა.
“ვან გაალს ცუდი ხასიათი აქვს. ლუი არასწორად ექცევა მოთამაშეებს. ის დიქტატორია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე ნიდერლანდელებს ეხება.
ერთ დღეს მან გუნდს ვარჯიშზე გამოუცხადა: “თქვენ არ გაქვთ ჩემნაირი კვერცხები” და ჩაიხადა შარვალი, მაგრამ მას დიდი მუცელი ჰქონდა, ამიტომ ჩვენ მისი კვერცხები ვერ ვნახეთ”, – თქვა ტონიმ.