CNN: აშშ ისრაელს ირანული რაკეტების ჩამოგდებაში დაეხმარება

CNN-ის ანგარიშის მიხედვით, ისრაელს ირანული რაკეტების და დრონების ჩამოგდებაში დაეხმარება. როგორც ცნობილია, ამერიკული დაზვერვა ირანიდან ერთდროულად სხვადასხვა სამიზნის მიმართულებით რამდენიმე ათეული რაკეტის და დრონის გაშვებას ელის.
აღნიშნულ ინფორმაციას CNN-ი აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, ირანის მასიურ თავდასხმაში შესაძლოა ირანის მარიონეტული ძალები ჩაერთონ.
დამასკოში ირანის საელჩოზე მიტანილი იერიშის და IRGC-ის გენერლების მკვლელობის გამო ირანიდან საპასუხო დარტყმას უკვე კვირაზე მეტია ელის. ისრაელის სამხედრო დაზვერვის უფროსის ჰერცი ჰალევის თქმით, ისრაელი მოვლენების განვითარების ყველა სცენარისთვისაა მზად.