ისრაელმა ღაზა კვლავ დაბომბა. ირანის მუქარის ფონზე რეგიონში დაძაბულობა იზრდება

ღაზის სექტორის მოსახლეობის თანახმად, 12 აპრილს ისრაელმა ინტენსიური ცეცხლი დაუშინა ღაზის სექტორს, იტყობინება AFP-ი.
დაძაბულობა რეგიონში გაიზარდა მას მერე, რაც 1 აპრილს სირიაში, დამასკში საჰაერო თავდასხმა მოხდა ირანის საკონსულოზე, სადაც მოკლეს ირანის ორი გენერალი.
ამ თავდასხმაში ირანმა დაადანაშაულა და შურისძიებით დაიმუქრა. ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების განთავისუფლების თაობაზე მოლაპარაკების გაჭიანურების ფონზე გაჩენილმა შეშფოთებამ, რომ ირამა შეიძლება თავდასხმა მოაწყოს ისრაელზე, აიძულა გამოეცხადებინა, რომ ახლო აღმოსავლეთში დამატებით ძალებს აგზავნის შეკავების მიზნით.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ირანისგან მოელის თავდასხმას და მოუწოდა თეირანს, „ნუ იზამს“ ამას, და რომ თავის მოკავშირე ისრაელს ის დაიცავს.
11 აპრილს თავის ავსტრალიელ, ბრიტანელ და გერმანელ კოლეგებთან საუბრის შემდეგ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა თქვა: „ირანი არ ცდილობს ომის ფარგლების გაფართოებას“. მაგრამ მან განმარტა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა გარდა იმისა, რომ ეპასუხა თავის დიპლომატიურ მისიაზე სისხლიან თავდასხმაზე მას შემდეგ, რაც გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ მიიღო ზომები.
ლიბანის დაჯგუფება ჰეზბოლამ, რომელსაც ირანი ეხმარება, განაცხადა, რომ 12 აპრილს ისრაელის საარტილერიო პოზიციებს „ათობით კატიუშას ტიპის რაკეტა“ ესროლა, რაც მისი თქმით, სამხრეთში ისრაელის დარტყმების საპასუხოდ განხორციელდა. ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ დააფიქსირა დაახლოებით 40 რაკეტა, რომელთაგან ზოგიერთი გააუვნებლეს. “დაზიანებები არ მომხდარა”, – დასძინა მან.
ღაზის სექტორიდან, რომელსაც აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასის მართავს, იტყობინებიან ცენტრალურ რეგიონზე ათეულობით დარტყმის შესახებ. ამ არეალში ბოლო დღეში გადაჯგუფებულია ისრაელის ჯარის ძირითადი ნაწილი. ისრაელის არმიის თანახმად, მისმა თვითმფრინავებმა ბოლო დღეში ჰამასის 60-მდე სამიზნეს დაუშინეს ცეცხლი ღაზის სექტორში.
აშშ ცდილობდა თავის მოკავშირე ისრაელზე ზეწოლას ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ვითარების შემსუბუქების და მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვის მიზნით. აშშ-მა გააფრთხილა ისრაელი, რომ მისი მხარდაჭერა ამ პირობების დაცვაზე იქნება დამოკიდებული.
ისრაელმა 11 აპრილს გამოაცხადა, რომ რეგიონში ჰუმანიტარული დახმარება შევიდა, მაგრამ გაეროს თანახმად, ბევრი მეტი დახმარების მიწოდებაა საჭირო.
სირიაში ირანის საკონსულოზე თავდასხმის და ირანის მუქარის შემდეგ, აშშ-მა განაცხადა, რომ ისრაელს დაიცავს.
ისრაელის ტერიტორიაზე ჰამასის შეჭრის შემდეგ, რასაც 1200 პირი ემსხვერპლა, ხოლო 240 მძევალი კი დატყვევებულ იქნა, ისრაელი ბომბავს ღაზის სექტორს, რასაც დღემდე 33 ათასზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა. ღაზის სექტორში მძიმე ჰუმანიტარული კრიზისია, განადგურებულია ინფრასტრუქტურა.

ასევე დაგაინტერესებთ