სალომე ზურაბიშვილი – უნდა დავდოთ პირობა, რომ 1 წელიწადში ახალი არჩევნები ჩატარდება

უნდა დავდოთ პირობა, რომ 1 წელიწადში ახალი არჩევნები ჩატარდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, ის დებს ერთი ძალიან სერიოზული პირობას საზოგადოების წინაშე, „რომ ქოლგას, რომელიც მას უჭირავს, ხელს არ გაუშვებს იმისთვის, რომ შეიყვანოს ამ მოლაპარაკებების გზით იმ პროცესში, რომელსაც ჰქვია გაწევრიანება“.
„მე არ მჯერა გაერთიანებების, იმიტომ რომ გავლილი მაქვს. დღეს ასეთი გაერთიანება ვერ იქნება, რადგან არ არის შეთანხმება სხვადასხვა საკითხზე, გარდა ერთისა – ევროპის გზაზე. ჩვენ [ევროკავშირს] უნდა შევთავაზოთ სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა შევასრულოთ. ვთქვი, რომ ევროპელები არჩევნებამდე დაგველოდებიან.
როგორი უნდა იყოს სასამართლო რეფორმა, ოღონდ 10 წელიწადში კი არა 3-6 თვეში რა უნდა გაკეთდეს, რომ ესენი მოვიშოროთ. რა უნდა გაკეთდეს კორუფციაზე, რომ გამოვიდეთ ჭაობიდან. როგორ უნდა იყოს შემდეგი არჩევნები. უნდა დავდოთ პირობა, რომ 1 წელიწადში ახალი არჩევნები ჩატარდება. ეს ვერ იქნება მთლიანად თავისუფალი არჩევნები, ეს იქნება რეფერენდუმი ევროპაზე, სადაც მე კი ვირჩევ ჩემი გემოვნებს მიხედვით ერთ თუ მეორე პოლუსს, მაგრამ რეალურად მე და პარტიებს არ ექნებათ საშუალება, რომ თავიანთი იდეოლოგია, ხედვა და პროგრამა ჩამოაყალიბონ. 1 სამოქმედო გეგმა, რამდენიმე პარტია, რომელიც ერთმანეთში არ იქნება აზელილი, მაგრამ ერთი ძალიან სერიოზული პირობა საზოგადოების წინაშე, რომ ქოლგას, რომელიც მიჭირავს და არ გავუშვებ ხელს, რომ შეგიყვანთ ამ მოლაპარაკებების გზით იმ პროცესში, რომელსაც ჰქვია გაწევრიანება“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ