მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო სამსახური- პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტოგრაფი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტოგრაფი გიოორგი აბდალაძე აცხადებს, რომ სამსახურს ტოვებს. მიზეზად მან პრეზიდენტის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება დაასახელა.
“ჩემს ცხოვრებაში მივიღე რთული და ამასთანავე სამართლიანი გადაწყვეტილება. დღეს მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო სამსახური. ბევრი ბრძოლა მაქვს გავლილი, არავის პატიმრობა არ მიხარია, თუმცა ვფიქრობ რომ პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანია შეურაცხყოფა, ვინც სამშობლოს ემსახურება”, – წერს აბდალაძე ფეისბუქზე.
პრეზიდენტმა 12 აპრილს განაცხადა, რომ 2023 წლის მარტში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების შემდეგ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო. ლაზარეს სასამართლომ 9 წლიანი პატიმრობა დღეს მიუსაჯა.
გიორგი აბდალაძე ერთ-ერთია იმ ფოტოგრაფებიდან, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს დააკავეს. მაშინ მის მხარდასაჭერად არაერთი აქცია გამიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ბუჩუკური: შეგახსენებთ ქოცებო, ტროლებო და ყოვლად უგვანოებო – ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის შვილი ადანაშაულებს რეჟიმს გაუპატიურებაში და ხაზგასმით – არაა ეს პატიმარი პოლიტიკური ნიშნით დაკავებული

ქეთი ქურდოვანიძე: ცოცხების კადრებს ვინც უყურეთ და მას მერე ტელევიზორს აღარ უყურებთ და პოლიტიკაში არ ერევით, იმათ მივმართავ. ჰო კიდევ იმათ, კასრიდან ამოღებულ კადრებს ლამის საბავშვო ბაღებში რომ აჩვენებდით და ვიშვიშებდით