Microsoft-ი ლონდონში ხელოვნური ინტელექტის ჰაბს გახსნის

Microsoft-ი ლონდონში ხელოვნური ინტელექტის ცენტრის გახსნას გეგმავს. ახალი AI-ცენტრი ორიენტირებული იქნება პროდუქციის განვითარებასა და კვლევებზე. ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.
განყოფილებას Google-ის DeepMind-ის თანადამფუძნებელი, მუსტაფა სულეიმანი უხელმძღვანელებს. ის Microsoft-მა გასულ თვეში, შიდა AI-განყოფილების სამართავად დაიქირავა.
ბოლო განცხადებით, ამერიკული კომპანია გაერთიანებულ სამეფოში მონაცემთა ცენტრის ინფრასტრუქტურისა და AI-ის განვითარებისთვის $3.16 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს.

ასევე დაგაინტერესებთ