ჩეხეთის პრეზიდენტი – უკრაინისთვის უკვე მილიონზე მეტი ჭურვი ვიპოვეთ

უკრაინისთვის უკვე მილიონზე მეტი ჭურვი ვიპოვეთ, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა ვილნიუსში „სამი ზღვის ინიციატივის“ სამიტის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ჩეხეთის მიზანია ს უმოკლეს ვადებში რაც შეიძლება მეტი საბრძოლო მასალა მიაწოდოს.
ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების მოძიებაზე პრაღის ინიციატივა ერთადერთი არ არის.
„ანალოგიურს [ინიციატივას] იმუშავებენ და დიდი ბრიტანეთი, ამაზე საფრანგეთიც საუბრობდა“, – აღნიშნა პაველმა.
მისი თქმით, უკრაინა საბრძოლო მასალის დიდ რაოდენობას საჭიროებს, ვინაიდან ზაფხულის თვეებში ს შეტევას ელის. პაველმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მეორეხარისხოვანია, საიდან იქნება საარტილერიო ჭურვები და ვინ დააფინანსებს მათ.