იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
როგორც იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რატი ბრეგაძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო და კეთილმეზობლურ პარტნიორულ ურთიერთობებს, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა მიმდინარე წლის 25 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტით ერევანში და მანამდე – მიმდინარე წლის 26 იანვარს საქართველოსა და სომხეთს შორის გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაციით.
„რეგიონში პროფესიული და სამართლებრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს მხარეებმა და განიხილეს სამართლის უზენაესობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისა და რეფორმების შედეგები.
რატი ბრეგაძემ ნიკოლ ფაშინიანთან საუბარში აღნიშნა, რომ საქართველომ ევროკავშირთან დიალოგის ფართო გამოცდილება დააგროვა სხვადასხვა სფეროში და კომპეტენციის ფარგლებში მზადაა, ეს გამოცდილება სომხეთსაც გაუზიაროს.
შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი გიორგი შარვაშიძე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია