“რას მიედ–მოედებიან? კანცლერმა თქვა, რომ არ შეიძლება ამ კანონის უკან დაბრუნება” – ზურაბიშვილი

დარწმუნებული ვიყავი ეს არ იქნებოდა ტკბილი და მეგობრული საუბარი, არ ვიცი, დახურულ კარს მიღმა რა ითქვა, მაგრამ ჩვენ გავიგეთ იგივე ყველა წარმომადგენლისგან იგივე, ყველამ სხვადასხვა ფორმით თქვა უფრო და უფრო მკაფიოდ, რომ არ შეიძლება ამ კანონის უკან დაბრუნება. იქ აგენტი ითქვა, თუ არ ითქვა, არავითარი მნიშვნელობა აქვს, რას მიედ–მოედებიან, კანცლერმა თქვა, რომ არ შეიძლება ამის დაბრუნება, ასეთი კანონი არსად არ არის. სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ ეს არის დიპლომატიის ენა, სადაც ხარ ვიზიტად, არ უნდა ისაუბრო იმ ქვეყნის ენაზე, ჩემ პირველ ვიზიტზე მაკრონთან, მაკრონმა მომისმინა ქართულად. ეს არის ჩვეულებრივი წესი. ცოტა უნდა ისწავლონ, სანამ დაიწყებენ სიარულს აქეთ იქეთ. არ გამიკვირდა შოლცის აზრი, ამიტომაა საბოტაჟი ეს კანონი და არა მხოლოდ ეს კანონი, ჩვენ ვხედავთ კორიანტელს გადაწყვეტილებების, ეს არის რგოლები იმისთვის, რომ ჩაიშალოს ევროპული კანდიდატურა. კანონი ცესკოს შესახებ, ვენეციის კომისიის საწინააღმდეგოა, მოსამართლეებზე, არა ვეტინგიო, ჯერ არავის მოუთხოვია, მაგრამ რამე არ მოუვიდეთ ამ საყვარელ მოსამართლეებს, მათ სასახლეებს, როცა შენ გინდა გამჭვირვალეობა, კეთილი ინებე, შოლცს იმას კი ნუ ეუბნები, რომ მინდა გამჭვირვალეობა შენ ფულის, უთხარი, რომ მინდა გამჭვირვალეობა მოსამართლეებზე, ან მეთაურზე, რომელიც, თურმე, კაპიტალს აგროვებს, მე ვერ შევძელი ჯერ ასეთი კაპიტალის მოგროვებვბა და ამათმა იციან. ეს გამჭვირვალეობაა დემოკრატიის ნაწილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, პოლიტიკური ძალა უნდა დავამარცხოთ