ხელი ჯერ არ მომიწერია, მაგრამ გადაწყვეტილება იყო მიღებული – პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება დააანონსა

„არ დაველოდე არავის მოწოდებას, ასე რომ ვერავინ ვერ ჩაითვლის ქულებს, არც მუქარებს, მე ჩემი სინდისის წინაშე ჩავთვალე, რომ არ შეიძლება, ეს ახალგაზრდა 9 წლით დაისაჯოს, ხელი ჯერ არ მომიწერია, მაგრამ გადაწყვეტილება იყო მიღებული, ამაზე ვფიქრობ რამდენიმე დღეა, თუმცა, სანამ არ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი, ვერაფერს ვიტყოდი,“- განცხადა სალომე ზურაბიშვილმა.