„100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში მთავრობამ წელს 11 ქონება გაყიდა – ორი კვლავ იყიდება

პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ 2024 წელს გამოტანილი სახელმწიფო ქონებიდან 11 გაიყიდა.
შედეგების მიხდევით ყველაზე ძვირად თბილისში. სარაჯიშვილზე მდებარე 65402.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გაიყიდა, მასში ინვესტორმა 34 220 000 ლარი გადაიხადა.
ყველაზე იაფად კი სამტრედიაში, გრიბოედოვის ქ. N53-ის მიმდებარედ არსებული 43512 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობებაა, რომელშიც „მიდამო დეველოპმენტმა“ 133 000 ლარი გადაიხადა.
აუქციონის შედეგად გაყიდული ქონების ჩამონათვალი ასეთია
· ქალაქ ფოთში, ვიქტორ კრატასიუკის ქუჩის მიმდებარედ არსებული 15793.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – შპს ქეისიბი ალიანსმა 787000 ლარად შეიძინა.
· თამარ მეფის ქუჩა N29-ში მდებარე 1788.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა-ნაგებობა – შპს მშენებელი 2023 ზკ -მ 174500 ლარად შეიძინა.
· ქალაქ რუსთავში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე 2517.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 (ნანგრევი) შენობა-ნაგებობა – სტარ ბილდინგ 2024 – მა 709000 ლარად შეიძინა.
· ქალაქ თბილისში, სარაჯიშვილის ქუჩა N36-ში არსებული 65402.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები – შპს იონფაშ ჯორჯიამ 34 220 000 ლარად შეიძინა.
· ქალაქ სამტრედიაში, გრიბოედოვის ქ. N53-ის მიმდებარედ არსებული 43512 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები – შპს მიდამო დეველოპმენტიმა 133000 ლარად შეიძინა.
· ქალაქ სამტრედიაში, გრიბოედოვის ქუჩა, შესახვევი 1-ში არსებული 27674 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – შპს მიდამო დეველოპმენტმა 85000 ლარად შეიძინა.
· ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხახალაჯვარში მდებარე 11525.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები – რაშად ჯალილოვმა 70500 ლარად შეიძინა.
· ქალაქ თბილისში, აბუსერიძე ტბელის ქუჩა N80-ში არსებული 1913.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა – ელენე ყიფიანმა 514000 ლარად შეიძინა.
· დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცივწყაროში მდებარე 7134.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – შპს მალამ 131000 ლარად შეიძინა.
· ქალაქ თბილისში, რევაზ მამისაშვილის ქუჩა N71-ში მდებარე 9794.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები და 104.96 გრძივი მეტრი ხაზოვანი ნაგებობა – შ.პ.ს მშენებელი თბილისი-9-მა 2272500 ლარად შეიძინა.
· ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ურაველში მდებარე 10543.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1-N8 შენობა-ნაგებობა – არჩილ კაპანაძემ 336 000 ლარად შეიძინა.
რა ქონება იყიდება ამჟამად აუქციონზე
· სოფელ დიღომში ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩა N30-ში მდებარე 3896.00 კვ.მ კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2 490 000 ლარად იყიდება. მიწის განმკარგავი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოა. აუქციონი 1 აპრილს დაიწყო და 15 აპრილს დასრულდება. გადახდის ბოლო ვადა კი 15 მაისია.
· ქალაქ ლაგოდეხში, ჯანელიძის ქუჩა N1-ში არსებული 18479.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1, N2, N3, N4, N5 (ნანგრევი), N6 (ნანგრევი) შენობა-ნაგებობები 1750000 ლარად იყიდება. აუქციონი 2 აპრილს გამოცხადდა და 16 აპრილს დასრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ