ზურაბიშვილის თქმით, გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს პრეზიდენტის ს თქმით, მან დღეს, დილის 10:00 საათზე მიიღო გადაწყვეტილება მარტის აქციების შემდეგ დაკავებული აქტივისტის, ს შეწყალებაზე.
ეს განცხადება მან ტვ პირველის ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემაში გააკეთა.
ზურაბიშვილის თქმით, შეწყალებაზე ხელი ჯერ არ მოუწერია, თუმცა გადაწყვეტილება მიღებულია და დარჩენილია პროცედურები.
“ხელი ჯერ არ მომიწერია, არის პროცედურები, მაგრამ გადაწყვეტილება იყო მიღებული ყველანაირი გამოთქმული აზრის გარეშე, მე ჩემს თავთან ერთად და ამაზე ვფიქრობ რამდენიმე დღეა, თუმცა, სანამ არ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი, ვერაფერს ვერ გადავწყვეტდი. გადავწყვიტე ათ საათსა და რამდენიმე წუთზე”, – თქვა პრეზიდენტმა.
მასალა განახლებადია