“ხელისუფლება მიზანმიმართულად აფერხებს TV24-ის ეთერში გასვლის პროცესს” – tv24

საზოგადოება უკვე ინფორმირებულია, რომ ყოფილი დეპუტატის, ბიზნესმენ შოთა შალელაშვილის ოჯახმა დააფუძნა ტელეკომპანია TV24, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყებს მაუწყებლობას. მას შემდეგ, რაც TV24-ის დამფუძნებელმა ტელეკომპანიის გახსნის შესახებ ღიად განაცხადა, ხელისუფლებამ დაიწყო მიზანმიმართული კამპანია ქართულ მედიასივრცეში ახალი, დამოუკიდებელი აქტორი შემოსვლის წინააღმდეგ. საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს ხელოვნური ბარიერის შესაქმნელად და ზღუდავს ტელეკომპანიის ბალანსზე არსებულ ლეგიტიმურ ფინანსურ რესურსებზე წვდომას, ეს კი აფერხებს TV24-ის ეთერში გასვლის პროცესს. გვაქვს ამბიცია, რომ გუნდი, რომლის სარედაქციო ბირთვსაც წარმოვადგენთ ჩვენ – ჟურნალისტები ნანა ლეჟავა, იმედა დარსალია და ირაკლი აბსანძე, მაყურებელს შევთავაზოთ კიდევ ერთი ახალი ობიექტური და დამოუკიდებელი მედიაპლატფორმა. მიგვაჩნია, რომ ეს შეტევა არის მიზანმიმართული ანტიდასავლური კამპანიის ნაწილი, რაც მიზნად ისახავს, დემოკრატიის, თავისუფალი აზრის და დამოუკიდებელი მედიის ხელყოფას.

ასევე დაგაინტერესებთ