სრული სიგიჟე – “ალ იტიჰადის” ფეხბურთელი მარცხის შემდეგ გაროზგეს [VIDEO]

საუდის არაბეთის სუპერთასის ფინალში “ალ იტიჰადი” “ალ ჰილალთან” 1:4 განადგურდა.
“ალ ჰილალის” მხრიდან დუბლი ალ დავსარიმ და მალკომმა შეასრულეს, “ალ იტიჰადის” მხრიდან კი ერთი გოლის გატანა ჰამდალამ მოახერხა.
მატჩის დასრულების შემდეგ “ალ იტიჰადის” ფეხბურთელი გულშემატკივარმა ტრიბუნებიდან გაროზგა.
შეგახსენებთ, “ალ ჰილალმა” ს სუპერთასი მეოთხედ მოიგო.