რუსთავის ავტობაზრობის მიმართ კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა დაიწყო

რუსთავის ავტო-ბაზრობის მიმართ, კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტომ მოკვლევა დაიწყო.
როგორც სააგენტოს 2023 წლის ანგარიშიდან ირკვევა, 200-ზე მეტი ავტოიმპორტიორი ჩივის, რომ ავტოსადგომებით სარგებლობის სანაცვლოდ, რუსთავის ავტო-ბაზრობა არასამართლიანად მაღალ ფასს ადგენს.
ანგარიშის მიხედვით, საქმეზე მოკვლევა გასული წლის ნოემბერში დაიწყო.
„ი/მ ვახტანგ მჟავანაძის და ნიკოლოზ ჯანჯალაშვილის საჩივრის საფუძველზე, რომელსაც თან ერთოდა ორასზე
მეტი ავტო-იმპორტიორის ხელმოწერა, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ
შპს ,,რუსთავის ავტო-ბაზრობის“ მხრიდან ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის
შესაძლო დარღვევის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.
მომჩივანი მხარეების მითითებით, კანონდარღვევა გამოიხატება – ქ. რუსთავის ავტო-ბაზრობის ტერიტორიაზე,
ავტოსადგომებით სარგებლობის სანაცვლოდ, მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მხრიდან არასამართლიანად
მაღალი ფასის დადგენაში,“ – აღნიშნულია დოკუმენტში.