თესალონიკში ღონისძიება “გაზაფხული სიყვარულის ჰანგებით” ჩატარდა

თესალონიკში, გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით და პოეტ ნანა ჩხაიძის ორგანიზებით, ღონისძიება “გაზაფხული სიყვარულის ჰანგებით” ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სალონიკში მცხოვრებმა პოეტებმა, თესალონიკში არსებული ქართულის თეატრის მოსწავლეებმა და ვოკალისტმა ხვიჩა თომაშვილმა თავის აღსაზრდელებთან ერთად. საღამოს ესწრებოდნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
აქვე გეტყვით, რომ 17 აპრილს, 16:00 საათზე, თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში, შალვა კამლაძის საავტორო ლიტერატურული პროექტის ფარგლებში “ერთი ლექსი კალიგრაფში” პოეტ ნანა ჩხაიძის ლექსის საზეიმო წარდგენა გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა