ზურაბ ჭიაბერაშვილი – შოლცმა წერტილი დაუსვა დისკუსიას იმის თაობაზე, არის თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ ხელმეორედ ინიცირებული კანონი რუსული – მან მკაფიოდ თქვა, რომ მსგავსი კანონმდებლობა ევროკავშირში არ არსებობს

კანცლერმა შოლცმა წერტილი დაუსვა დისკუსიას იმის თაობაზე, არის თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ ხელმეორედ ინიციირებული კანონი რუსული. მან მკაფიოდ თქვა, რომ მსგავსი კანონმდებლობა ევროკავშირში არ არსებობს და რომ ეს კანონი არ უნდა იქნას მიღებული, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, გერმანიის პოზიცია მნიშვნელოვანია.
„საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გერმანიის პოზიცია გადამწყვეტია და დღეს, კანცლერმა შოლცმა წერტილი დაუსვა დისკუსიას, არის თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ ხელმეორედ ინიციირებული კანონი რუსული. შოლცმა მკაფიოდ თქვა, რომ მსგავსი კანონმდებლობა ევროკავშირში არ არსებობს და თქვა, რომ ეს კანონი არ უნდა იქნას მიღებული. შესაბამისად, ერთ მხარეს დგას ქართველი ხალხი, საქართველოს ეროვნული ინტერესი, ევროკავშირი, შეერთებული შტატები და მეორე მხარეს დგას „ქართული ოცნება“, კობახიძე, ივანიშვილი, პაპუაშვილი და არჩევანი არასოდეს, ისე მკაფიო ქართველი ხალხისთვის ისე არ ყოფილა, როგორც დღეს. ჩვენ უნდა ვუთხრათ არა რუსულ კანონს და ამ ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას“, თუ გვინდა გავაგრძელოთ მსვლელობა ევროკავშირის წევრობის გზაზე.“ – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა