დელ პიერო: ჩემი აზრით, გრიზმანი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ “ატლეტიკოს” შემტევის, ანტუან გრიზმანის შესახებ ისაუბრა.
ვეტერანი თავდამსხმელის თქმით, ფრანგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.
“ვფიქრობ, გრიზმანი დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ზოგმა შეიძლება პირველ, მეორე ან მესამე ადგილზე გაიყვანოს, თუმცა ნამდვილად საუკეთესოთა შორისაა. ის არის მოთამაშე, რომელსაც თამაშის ბედის შეცვლა შეუძლია”, – განაცხადა დელ პიერომ CBS Sport-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, გრიზმანმა მიმდინარე სეზონში “ატლეტიკოს” მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 40 მატჩი გამართა, თავი კი 19 გატანილი გოლითა და 8 შედეგიანი პასით გამოიჩინა.