კობახიძე: უცხოური ორგანიზაციები მიზნების მისაღწევად ინვესტირებას ახდენენ ქართულ NGO-ებში

პრემიერმინისტრმა ირაკლი მ გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე უცხოური და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები გააკრიტიკა.
კობახიძემ ოცნების მიერ ინიცირებული რუსული კანონის “მნიშვნელობაზე” ისაუბრა და ირწმუნებოდა, რომ უცხოური ორგანიზაციები საქართველოს გარკვეულ ორგანიზაციებში ინვესტირებას ახდენენ, რათა თავიანთ მიზნებს მიაღწიონ.
“ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობის ოპერატიულობა შევინარჩუნოთ. უნდა არსებობდეს გარკვეული, მინიმალური ზღვარი გამჭვირვალობისა. ახლა ხდება ისე, რომ უცხოური ორგანიზაციები, რომლებიც ინვესტირებას ახდენენ საქართველოს გარკვეულ ორგანიზაციებში, მათ თავისი მიზნების განხორციელება სურთ. მაგალითად, საპარლამენტო ს გარდაქმნა ქუჩის პროტესტებად, რადიკალური, პოლარიზებული ორგანიზაციების დაფინანსება ხდება უცხოეთიდან. ასევე, არალეგალური პარტიების მხრიდან და ეს ძალიან კარგად გვესმის, რომ გარკვეულ დონორებს რატომ აქვთ ინტერესი, რომ გადმოსცენ თანხები ამა თუ იმ ორგანიზაციებს.
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოური ქვეყნების ინტერესით მოქმედებენ, ახორციელებენ გარკვეულ ნაბიჯებს და 2020 წლის შემდეგ იყო 2 შემთხვევა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს არა დემოკრატიული არჩევნების, არამედ ქუჩაში გამოსვლების გზით და დაფინანსება მოხდა მათ შორის არალეგალური გზით რაც ბოლო პერიოდში ყალიბდება არალეგალურ პრაქტიკად და არ არიან ეს ორგანიზაციები დაინტერესებული, რომ გამოაქვეყნონ ანგარიშები და ხელს უწყობენ პოლარიზაციას”, – თქვა კობახიძემ.