ისტორიკოსმა და ტელეწამყვანმა ბეთანი ჰიუზმა გადაცემისთვის „TREASURES OF THE WORLD“ საქართველოს შესახებ დოკუმენტური ფილმი მოამზადა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ცნობილმა ისტორიკოსმა და ტელეწამყვანმა ბეთანი ჰიუზმა გადაცემისთვის „TREASURES OF THE WORLD“ საქართველოს შესახებ დოკუმენტური ფილმი მოამზადა. გადაცემის მესამე სეზონი 6 აპრილს დაიწყო, ხოლო საქართველოს შესახებ 46 წუთიანი ფილმის პრემიერა 20 აპრილს არის დაგეგმილი.
ბეთანი ჰიუზი ფილმში „საქართველო ცივილიზაციის თასი“ აღწერს ვარძიას, ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს, სვანეთს, თბილისს, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, არქეოლოგიურ მასალებს, ქვეყნის კულტურულ საგანძურს, ციხე-კოშკებს, ტაძრებსა და ქართულ ანბანს.
ფილმში ისტორიკოსი და ტელეწამყვანი ბეთანი ჰიუზი მაყურებელს აცნობს ლეგენდას ოქროს საწმისის შესახებ, სვანურ კოშკებს, სვანეთის ეკლესიებში დაცულ შუა საუკუნეების ხატებს, ვარძიაში მდებარე თამარის ფრესკას, ხერთვისის ციხეს, ძველი თბილისის არქიტექტურას და დმანისში აღმოჩენილ უძველეს არქეოლოგიურ ნიმუშებს.
ფილმში წარმოდგენილია ქვევრი, ქართული ღვინის წარმოების რვაათასწლიანი ისტორია, ქართული უნიკალური მუსიკა, პოლიფონიური სიმღერები და კულინარიული ტრადიციები.
ბეთანი ჰიუზის გადაცემაში „TREASURES OF THE WORLD“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ისტორია და კულტურა არის წარმოდგენილი. გადაცემათა ციკლი 2021 წლიდან მზადდება და პოპულარულია როგორც დიდ ბრიტანეთში, ასევე აშშ-ში.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა